აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომის საკითხი თავად უნდა მოაგვარონ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი არ არის, თუ მხარეები მოლაპარაკებებს აშშ-ის მონაწილეობის გარეშე დაიწყებენ.
„მე წინააღმდეგი არ ვარ. დაე, თავად მოაგვარონ. მე ისინი ამ სიტუაციამდე მივიყვანე და ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, მისი შეფასებით, უკვე ახლოვდება დრო, როცა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი უნდა გადაწყდეს.
მისივე განცხადებით, ეს არის ომი, რომელიც „არ უნდა დაწყებულიყო“ და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში კონფლიქტი არ დაიწყებოდა.
„ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ის საერთოდ არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დალაგდება,“ - განაცხადა ტრამპმა.