კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, მომხდარი სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს
კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები, ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები, მაშველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.
წინასწარი ინფორმაციით, კიევში, ობოლონის რაიონში მდებარე საფოსტო ტერმინალში აფეთქება ერთ-ერთი ამანათის შემოწმებისას მოხდა. შემთხვევის შედეგად 59 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი. უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტი ტერორისტულ აქტად შეაფასეს.
კიევის საქალაქო პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება
აფეთქების გამომწვევი მიზეზეზი ჯერჯერობით უცნობია.