დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, სასწავლო ფრენის დროს სამეფო საზღვაო ძალების Merlin Mk4 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. იუწყება BBC
შემთხვევა ოკჰემპტონის მახლობლად, საურტონ დაუნის რაიონში მოხდა. ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.
„ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ, რომ სასწავლო მანევრის დროს სამეფო საზღვაო ძალების სამი წევრი დაიღუპა. ჩვენი ფიქრები და თანაგრძნობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს ეკუთვნით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შემთხვევას „უკიდურესად ტრაგიკული“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
სამეფო საზღვაო ძალების მეთაურმა, გენერალმა გვინ ჯენკინსმა განაცხადა, რომ მომხდარი მთელი საზღვაო ძალებისთვის მძიმე დარტყმაა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.