აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უშუალოდ არის ჩართული ომის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ტრამპის თქმით, ირანის ხელისუფლებაში ხამენეის მიმართ „დიდი პატივისცემა“ არსებობს.
„მე არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. მისი მდგომარეობა არც ისე კარგია. თუ ისტორიებს დაუჯერებთ, მას სხეულის ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია. ამბობენ, რომ ის თანხმობას იძლევა, რადგან ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. მამამისი და შემდეგ ის, ვფიქრობ, ეს მემკვიდრეობაა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრის სურვილი აქვს.
„მსურს, მას შევხვდე. საერთოდ, სიამოვნებით შევხვდებოდი ყველას. მსურს, მას შევხვდე და, ალბათ, რაღაც ეტაპზე ეს შეხვედრაც გაიმართება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები,“ - განაცხადა ტრამპმა.