ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, კიევში მივესალმო ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებსა და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
უაღრესად ვაფასებთ ნატოს ერთიან და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან ერთად ვიცავთ ევროპულ-ატლანტიკურ უსაფრთხოებას,“ - წერს სიბიჰა.