ინდოეთის დედაქალაქ დელიში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. იუწყება Reuters
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი სამხრეთ დელიში, მალვიია ნაგარის რაიონში მდებარე სასტუმროში გაჩნდა. აღნიშნული უბანი ძირითადად საცხოვრებელი ზონაა და სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
მედიის ცნობით, ეს ბოლო წლების განმავლობაში დელიში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხანძარია. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.