სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორ საკითხს გაუსვეს ხაზი საკუთარ განცხადებაში და სწორედ ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ამ ვიზიტმა ღირებულებით საკითხებზე დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები.
„მნიშვნელოვანია საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის. უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც ვაცხადებთ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესებზე. დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა, – განაცხადა პაპუაშვილმა.