3 ივნისს დილით, უკრაინულმა დრონები მასშტაბური იერიში განახორციელეს რუსეთში, ლენინგრადის ოლქზე, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნამდე სულ რამდენიმა საათით ადრე.
გუბერნატორის განცხადებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 30 უპოლოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
თავდასხმის გამო, რამდენიმე ათეული რეისი გადაიდო პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში. გარდა ამისა გავრცელდა ცნობები, რომ სანქტ-პეტერბურგში დილიდან შეიზღუდა მობილური ინტერნეტი.
ტელეგრამ არხების ცნობით, დრონის თავდასხმის შედეად ხანძარი გაჩნდა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 3-დან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ფორუმზე წელს შეერთებული შტატებიდან რამდენიმე სტუმარი (ძირითადად მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე წრეების წარმომადგენლები) და ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები გამოვლენ. თავად პუტინი 5 ივნისს გეგმავს გამოსვლას.