უკრაინის ქალაქ დნიპროში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც ღამით რუსეთის სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 დაშავდა.
დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია. მათგან სამი საავადმყოფოში რჩება, ისევე როგორც 21 ზრდასრული. ექიმები ყველა დაზარალებულს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.
დნიპროს მერის განკარგულებით, 3 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამასთან, რუსული ძალები ქალაქზე შეტევებს დღის განმავლობაშიაც აგრძელებდნენ.