უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად ქალაქ დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია.
დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაშავებულები.
დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ქალაქ დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა დნიპროზე თავდასხმისას კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა.
„ისინი მიზანმიმართულად იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას, რათა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი იყოს მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე პოლიციის, მაშველებისა და კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს შორის“, - დასძინა ბორის ფილატოვმა.