უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ღამით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი ცნობით, საერთო ჯამში, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 656 დრონი და 73 სხვადასხვა ტიპის რაკეტა - ბალისტიკური, ფრთოსანი და საზღვაო ბაზირების.
"500-ზე მეტი სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თანამშრომელი ჩაერთო რუსეთის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებში.
მთავარი დარტყმა მიადგა კიევს, სადაც კვლავ დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლი და სხვა წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ტრაგიკულად, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
ამ დროისთვის კიევში 38 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.
დნეპრში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში. შენობის ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია. ამ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ქალაქში 35 ადამიანი დაშავდა, ხოლო ექვსი ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. მათი ძებნა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
რუსეთმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტებს ხარკოვის ოლქში და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვში. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, მიკოლაევი, ზაპოროჟიე, პოლტავა, სუმი, ჩერნიგოვი და ხმელნიცკის ოლქებიც.
საერთო ჯამში, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 656 დრონი და 73 სხვადასხვა ტიპის რაკეტა - ბალისტიკური, ფრთოსანი და საზღვაო ბაზირების.
ეს არის მასშტაბური შეტევა და სრულიად ნათელი სიგნალი რუსეთის მხრიდან: თუ უკრაინა არ იქნება დაცული ბალისტიკური და სხვა ტიპის სარაკეტო დარტყმებისგან, ეს თავდასხმები გაგრძელდება.
ევროპას სჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რათა ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს. ასევე აუცილებელია აშშ-ის დახმარება Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაში.
ჩვენ ვიმედოვნებთ პარტნიორების მხარდაჭერასა და ეფექტურ რეაქციაზე ამ დღევანდელ თავდასხმაზე"მ - წერს ზელენსკი.
.