აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, პირადად მიმართა თხოვნით, დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში.
South China Morning Post-ის ინფორმაციით, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მიმართვა აჩვენებს ვაშინგტონის მზარდ ინტერესს, ჩართოს პეკინი ომის დასრულების მცდელობებში. უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება კი ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ტრამპმა 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დაასახელა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 მაისს პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა.
მოგვიანებით ტრამპმა დაადასტურა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს სი ძინპინთან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიც განიხილა.