„მიეცით ბავშვებს წამალი“ - რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში დიუშენის კუნთოვანი დაავადების მქონე ბავშვები, მათი მშობლები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ ქვეყანაში შესაბამისი მედიკამენტები შემოიტანოს.
მსვლელობა ყოველ კვირადღეს, ერთსა და იმავე დროს და ადგილას იმართება იქამდე, ვიდრე ბავშვებისა და მათი მშობლებიs მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ამასთან, უკვე ერთ თვეზე მეტია, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან წამლის შემოტანას მოთხოვნით უწყვეტ აქციას მართავენ და ადგილზე ღამესაც ათენებენ.