სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი იური ტრუნევი ჩავიდა. ტრუნევი ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთი და რუსეთი გააგრძელებენ ორმხრივი ნაყოფიერი მუშაობის განვითარებას. დიდად ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენთვის გაწეულ დახმარებას", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა რუს მინისტრთან შეხვედრისას.
რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი იური ტრუნევის სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანი საბადოების გეოლოგიური კვლევისა და შესწავლის სფეროში ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. მთავრობათაშორისი ხელშეკრულების გაფორმებაა.
ოსური მედია ასევე აღნიშნავს, რომ მინისტრი ტრუნევი ცხინვალში მშენებარე ობიექტებს მოინახულებს.