აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ ამჟამად „ნებისმიერი შეთანხმება“ ირანთან „სასარგებლო იქნება“. ამის შესახებ CNN იუწყება.
ჰეგსეთის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამოწმებს მოთმინებას“, რათა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ირანთან უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღს არ მიიღებს.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია ისეთია, რომ „ნებისმიერი შეთანხმება ხელსაყრელი იქნება“.
„დღეს დილით მქონდა შესაძლებლობა პრეზიდენტ ტრამპს დავლაპარაკებოდი. მან მითხრა, რომ კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რამდენად მოთმინებით ეკიდება ამ საკითხს, რადგან აშშ მნიშვნელოვან და ისტორიულ პროცესშია ჩართული. მისი მიზანია, რომ ნებისმიერი შეთანხმება იყოს კარგი და ეფექტური. ის ცდილობს, ყველაფერი მშვიდად და ეტაპობრივად გადაწყვიტოს. თუ ირანი არ დათანხმდება ისეთ შეთანხმებას, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ ბირთვულ იარაღს არ მიიღებს, მაშინ მას საქმე აშშ-ის სამხედრო ძალებთან ექნება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ბრძანების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე და აქვთ საკმარისი შეიარაღება დავალებების შესასრულებლად.