რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკაში ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიძახეს.
სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ელჩის გამოძახების მიზეზი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაა.
"სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი, ს.პ. კოპირკინი, მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEC) ფარგლებში თანამშრომლობისთვის საზიანოა", - ნათქვამია განცხადებაში.