უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს ამზადებს.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს, რა ხდება, და რომ რუსეთი კვლავ რაკეტებსა და ომის გაგრძელებაზე აკეთებს აქცენტს და არა დიპლომატიურ ნაბიჯებზე.
ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და რომ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის შესახებ მიღწეული შეთანხმებების განხორციელება არ უნდა გაჭიანურდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან კონკრეტული ამოცანებიც განიხილა.
კერძოდ, საუბარი შეეხო იმას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს კვირებში და პარტნიორების რომელი ნაბიჯები შეძლებს უკრაინის დაცვის გაძლიერებას.
„ანტიბალისტიკური თავდაცვა - ეს არის მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი-მ.
ასევე, უკრაინა ამზადებს დეტალურ წინადადებებს ახალი ევროპული სანქციების პაკეტისა და იმ დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც რუსეთის მიერ არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთას შეეხება.