რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა. რუსული დრონის შეჭრა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს. უსაფრთხოებისა და შეკავების მექანიზმების შემდგომი გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.