პაპუნა ლოცულაშვილი, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ ეტაპზე მას კვლევები უტარდება.
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განუცხადა მანანა ლობჟანიძემ ჟურნალისტებს.