ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს შეხვდა. ამის შესახებ მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან შეხვედრით.
უნგრეთს 27 წლის განმავლობაში ალიანსში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - იგი ხელმძღვანელობს ჩვენი მოწინავე სახმელეთო ძალების ერთ-ერთ დანაყოფს, მასპინძლობს მრავალეროვნული დივიზიის ცენტრალურ შტაბს და მხარს უჭერს სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში", - წერს მარკ რუტე.