ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო "ჰაფინგტონ პოსტმა" 9 ყველაზე დაბინძურებული ადგილი დაასახელა. სააგენტომ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ჩინეთში მდებარე ქალაქი ლინფენი დაასახელა.
ლინფენში ქვანახშირის ქარხანა მდებარეობს. როგორც რეტინგის შემქმნელები განმარტავენ იქ გატარებული ერთი დღე ექვივალენტია 3 კოლოფი სიგარეტის მოწევისა. ქვანახშირის ქარხნიდან წარმოქმნილი გამონაბოლქვის გამო ყოველდღიურად იქ მცხოვრები სამი მილიონი ადამიანი ზარალდება.
რეიტინგში მეორე ადგილზე ლოს-ანჯელესი მოხვდა. როგორც ამერიკული ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, "ანგელოზების ქალაქის" ჰაერი ძლიერ არის დაბინძურებული ოზონით. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ოზონის დონე აშშ-ს სხვა ქალაქებთან შედარებით ძალიან მაღალია. ადგილობრივი საჰაერო რესურსების საბჭოს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ლოს-ანჯელესში ყოველწლიურად დაახლოებით 9 200 ადამიანი იღუპება.
დაბინძურებულ ადგილებს შორის მესამე ადგილზე ნიგერიაში მდებარე მდინარე ნიგერის ერთ-ერთი მონაკვეთი დელტა მოხვდა. "ჰაფინგტონ პოსტი" წერს, რომ აღნიშნულ ადგილზე დიდი რაოდენობით ნავთობი იღვრება. ბოლო 50 წლის განმავლობაში "ნიგერის დელტაში" 9-13 მილიონი ბარელი ნავთობი დაიღვარა. ამ პრობლემის გამო ნიგერიის მდინარეები და ველური ბუნება მუდამ დაბინძურებულია. აღნიშნული პრობლემის გამო სერიოზული საფრთხე ექმნება ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ინგლისის ადმინისტრაციული ერთეული "დიდი ლონდონი", რომელიც მოიცავს ლონდონსა და მის შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქებსა და ტაძრებს, მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დაბინძურებულ ადგილად დაასახელეს. როგორც რეიტინგის შემქნელები წერენ, მისი დაბინძურება ქარხნებიდან ძლიერმა გამონაბოლქვმა გამოიწვია. ბრიტანეთი ევროპაში აზოტის ყველაზე მსხვის მწარმოებლად ითვლება. როგორც ბრიტანელი სპეციალისტები ამბობეს, ქიმიური ნარჩენებით ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 50 000 ადამიანი იღუპება ბრიტანეთში.
რუსეთის ქალაქი ძერჟინსკი მეხუთე ადგილზე მოხვდა. ძერჟინსკში საბჭოთა კავშირის პერიოდში ქიმიური იარაღები იწარმოებოდა, მისი ნარჩენებით კი 300 000 ადამიანი დაზარალდა. 2003 წელს ქალაქში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 260 პროცენტით მეტი იყო შობადობის მაჩვენებელზე.
9 ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში მოხვდნენ "დიდი ფინიქსიც" (ამერიკის შეერთებული შტატები), ბანდუნგიც (ინდონეზია), ლა ოროიაც (პერუ) და ყარაჩაის ტბაც (რუსეთი)