ეგვიპტეში სამი ყოფილი მინისტრი დააკავეს. მათთან ერთად, ფოლადის მწარმოებელი მაგნატი და მილიარდელი ახმედ ეზიც დააპატიმრეს, რომელიც ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ყოფილი თანაპარტიელი იყო.
ექს-მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკები, შინაგან საქმეთა მინისტრი ხაბიბ ალ-ადლი, ტურიზმის ყოფილი მინისტრი ზუხეირ გარანახი და საცხოვრებელი უზრუნველყოფის მინისტრი ახმედ ალ-მაგრაბი საკუთარ პოსტებს 28 იანვრამდე იკავებდნენ. თუმცა დემონსტრანტების ზეწოლის გამო მუბარაქი იძულებული გახდა, მთავრობა დაეთხოვა.
ოთხივე დაკავებულს ბრალი წაუყენეს, მათ შორის, ფულის გათეთრების, უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო ქონების განიავების გამო.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ალ-ადლი, გარანახი, ალ-მაგრაბი და ეზი 15 დღე-ღამის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ მათ ან გაათავისუფლებენ, ან სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებენ. E
შეგახსენებთ, მუბარაქის გადადგომის შემდეგ 3 თებერვალს მინისტრებსა და ეზის ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, მათი საბანკო ანგარიში კი გაყინეს. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მიუძღვით თუ არა მათ პასუხისმგებლობა ქვეყანაში სახალხო მღელვარების ორგანიზებაში.