სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში, ისრაელის ინტენსიური დარტყმების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფორმაციით, ბოლო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.
ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ერთ ღამეში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურასა და მებრძოლებს. სამხედროების განცხადებით, ღამის განმავლობაში განადგურდა 90-ზე მეტი იარაღის საწყობი, სამეთაურო ცენტრი და სადამკვირვებლო პუნქტი.
გუშინ, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღრმავებს თავის ოპერაციას ლიბანში.