აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა.
რუბიოს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
სომხური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი ხანმოკლე იქნება და რუბიო ზვართნოცის აეროპორტს, ფაქტობრივად, არ დატოვებს.
ამ დროისათვის მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა და ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონში გაემგზავრება.