რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
"რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, ამიტომ უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს.
ეს არის შემზარავი ტერორისტული ქმედებები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლაა.
მოსკოვის მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება - სისტემებისა, რომლებიც ბირთვული ქობინების გადასატანად არის შექმნილი. პოლიტიკური დაშინებისა და უკიდურესად სახიფათო ბირთვული შანტაჟის მცდელობაა.
მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების საკითხს განიხილავენ", - წერს კალასი.