უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 მაისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რიგ ობიექტებზე დარტყმები მიიტანეს.
მათივე ცნობით, კრასნოდარის მხარეში დაზიანდა ნავთობტერმინალ „ტამანნეფტეგაზის“ ნავთობჩამოსასხმელი ნავმისადგომი, რის შედეგადაც დაზიანდა ნავთობის გადატვირთვის სტენდერი.
გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა ყირიმში საბრძოლო მასალების საწყობზე, ლუჰანსკის ოლქში - საწვავისა და მასალების, ასევე საბრძოლო მასალების საწყობებზე.
გენშტაბის ინფორმაციით, სამიზნე გახდა დრონების მართვის პუნქტებიც დონეცკისა და კურსკის ოლქებში.
ამასთან, 23 მაისს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დაზიანდა საპატრულო გემი „პიტლივი“ და სარაკეტო კატერი ჰოვერკრაფტის ტიპის პლატფორმაზე.
ცნობისთვის, „ტამანნეფტეგაზი“ შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ნავთობის საექსპორტო ობიექტია, რომლის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას უზრუნველყოფს.