"დაიცავი ილიაუნის" ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
"შეგროვდა 1 000 000 ლარი!
ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს.
თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა.
ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ.
ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა.
თბს: #GE20TB7881145068100026
საქართველო: #GE49BG0000000611756133
ქისა: https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd%22-