„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 930 000 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
"930 000 ლარი შეგროვდა
მარათონი - ვაგროვებთ თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის
თბს: #GE20TB7881145068100026
ბოგ:
#GE49BG0000000611756133
ქისა:
https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd"- აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ მარათონს უერთდებიან კომპანიები, გამომცემლობები და უნივერსიტეტები.
ორგანიზატორთა ცნობით, შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.