21 მაისის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შორი მოქმედების დარტყმა განახორციელეს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კიდევ ერთი ჩვენი შორი მოქმედების სანქცია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. ამჯერად, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ჩვენი საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. მადლობა უპილოტო სისტემების ძალებსა და სპეციალური ოპერაციების ძალებს სიზუსტისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ქარხანაზე, რომლის გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში 9 მილიონ ტონა ნავთობს აღწევს, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
„სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სამოქალაქო საჭიროებების გარდა, საწვავით ამარაგებს რუსეთის სამხედრო ავიაციასა და ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განთავსებულ სამხედრო დანაყოფებს. გარდა ამისა, იქ წარმოებული ნავთობპროდუქტები მდინარე ვოლგისა და კასპიის ზღვის გავლით ექსპორტზე გადის“, — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთში, სამარას ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.