უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ შეამსუბუქა სანქციები რუსული ნედლი ნავთობიდან წარმოებულ დიზელსა და საავიაციო საწვავზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ესაუბრა სტარმერს და მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
„შევათანხმეთ პოზიციები დიპლომატიურ მიმართულებაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. ვცდილობთ, შინაარსიანი დიპლომატიის გააქტიურებას. შევთანხმდით მომავალ კონტაქტებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, ვიდეომიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევმა ლონდონს გადასცა თავისი პოზიციები ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული ნედლი ნავთობისგან წარმოებულ დიზელსა და საავიაციო საწვავზე სანქციების შერბილებას ეხება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 20 მაისს რუსეთზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი გამოიყენა და მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან წარმოებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტი დაუშვა.