უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი დიპლომატიური ზომები ბელარუსთან მიმართებით, რომელიც რუსეთმა შესაძლოა ომის გაფართოებისთვის გამოიყენოს. შესაბამისი არასაჯარო დავალებები დაევალა უკრაინის დაზვერვასაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აპირებს უფრო ხელშესახებად აიძულოს რუსეთი, აგრესია შეამციროს.
"რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ვემზადებით გავაფართოოთ ჩვენი შორი მოქმედების "სანქციები", რომლებმაც უკვე დაამტკიცეს ეფექტიანობა, და უფრო ხელშესახებად ვაიძულოთ რუსეთი, შეამციროს აგრესია.
ასევე მივიღეთ ინფორმაცია რუსეთის ახალი მობილიზაციისთვის მზადების შესახებ - დამატებით 100 ათასი ადამიანის ჩართვით. ვფიქრობთ, რომ დღეს რუსეთს აღარ აქვს ფარული მობილიზაციის საკმარისი რესურსი, ამიტომ უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან სხვა ფორმატის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ისეთს, როგორიც ცოტა ხნის წინ მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებით ვიხილეთ.
უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავს. ახლა ჩვენი ამოცანაა სახელმწიფოს გაძლიერება ისე, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ უკრაინის გავლით ომის გაფართოების ხუთიდან არც ერთი სცენარი არ განხორციელდეს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.