დღეს, 18 თებერვალს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ ჩეპურინი ეწვევა. ეს განცხადება ამის შესახებ ოსურ მედიასთან საუბარში ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან ფლიევმა გააკეთა.
"ვიზიტის მიზანია სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი რუს თანამემამულეებთან შეხვედრა და რიგი საკითხების განხილვა, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებს ეხება", _ განაცხადა ფლიევმა.
მისი ინფორმაციით, ალექსანდრ ჩეპურინი ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევსაც შეხვდება.