დღეს, 18 თებერვალს, ეგვიპტეში გამარჯვების ფართომასშტაბიანი მარში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პარლამენტი ოფიციალურად დაითხოვა. მუბარაქის გადადგომიდან ორი დღის თავზე ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციაც გააუქმეს. ქვეყანას ამჟამად შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს. უახლოეს დღეებში ახალი ჩასწორებული კონსტიტუციის ხალხისთვის გაცნობა იგეგმება, რასაც საბოლოოდ რეფერენდუმის გზით დაუჭერენ მხარს. გამორიცხული არაა, სექტემბრის ნაცვლად, არჩევნები ივლისში ან აგვისტოში დაინიშნოს. პარალელურად, მოქმედი რჩება მუბარაქის დროინდელი მთავრობის კომიტეტი, რომელიც არჩევნებამდე განაგრძობს საქმიანობას და ქვეყნის უსაფრთოებაზე ზრუნვას.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა აჰმედ შაფიდმა განაცხადა, რომ ვინც ქვეყანას ზიანი მიაყენა, პასუხი უნდა აგოს. მან აცნობა საზოგადოებას, რომ მუბარაქი ქვეყნიდან არ წუსულა. პარალელურად ეგვიპტური და არაბული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუბარაქი კომაშია.
18 თებერვალს ეგვიპტეში გამარჯვების ფართომასშტაბიანი მარში იგეგმება, რომელიც გამარჯვებასა და დაღუპულთა ხსოვნასაც მიეძღვნება.
აჰმედ შაფიდის თქმით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ანჟამად შარმან-შეიხში იმყოფება.