ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერების და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვი აღნიშნა, ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროგრამული დოკუმენტი, რომელიც 47 გვერდს მოიცავს.
მისი თქმით, ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრულია რუსეთ-ჩინეთის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებები, ასახულია საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე საერთო ხედვა და ასევე ჩამოყალიბებულია მოსკოვისა და პეკინის თანამშრომლობის მთავარი ფორმატები გლობალურ საკითხებში.