პეკინში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლდიდერ სი ძინპინთან შეხვედრა იმართება.
ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
თავის გახსნით სიტყვაში სი ძინპინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში „ცალმხრივი ჰეგემონია“ „ფართოდ ვრცელდება“ და მოუწოდა პეკინსა და მოსკოვს შექმნან „უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემა“.
„ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია, ცალმხრივი ჰეგემონიით. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მნიშვნელოვანმა მსოფლიო ძალებმა, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეიმუშავონ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და ითანამშრომლონ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის შესაქმნელად“, – აღნიშნა სი ძინ პინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „საიმედო ენერგომომწოდებელია“ ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის ფონზე.
„როგორც ვიცით, ჩინეთში ამბობენ: „ერთი დღით განშორება სამ შემოდგომას ჰგავს“. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ, როგორც პირადად, ისე ჩვენი თანაშემწეებისა და მთავრობების მეშვეობით", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მან სი ძინპინი მომავალ წელს რუსეთში მოიწვია და დაამატა, რომ პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობები „ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას“.
მოგვიანებით ლიდერები ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას, განათლების ინიციატივებთან დაკავშირებულ ღონისძიებას და ჩაის ცერემონიას დაესწრებიან.