აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და ირანს აქვთ შესაძლებლობა, ორმხრივი ურთიერთობები „გადატვირთონ“ შეთანხმების მიღწევის გზით. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვფიქრობ, აქ გვაქვს შესაძლებლობა გადავტვირთოთ ურთიერთობები, რომლებიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 47 წლის განმავლობაში არსებობდა. სწორედ ეს გვთხოვა პრეზიდენტმა და სწორედ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ტანგოსთვის ორია საჭირო. ჩვენ არ დავთანხმდებით ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს,“ - თქვა ვენსმა.