აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 23-26 მაისს ინდოეთში ჩავა.
ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, რუბიო ნიუ დელის, კალკუტას, აგრასა და ჯაიპურს ეწვევა.
„სახელმწიფო მდივანი ინდოეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინდოეთში ვიზიტამდე, რუბიო შვედეთში ჩავა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და განიხილავს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდას.