ვერცერთი მთავრობა, რაც არ უნდა წერილები წეროს, ევროპას შეურაცხყოფა მიაყენოს, მოსახლეობას რეპრესიული კანონებით დაემუქროს, ვერ გაწყვეტს ჩვენს კავშირს ევროპელ პარტნიორებთან და ვერ ჩაკეტავს საქართველოს ახალ კედლის აშენებით! , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
ზურაბიშვილი ეხმიანება ბრიუსელში „ხაზარაძეების ფონდის“ მიერ ისტორიული შენობის Aegidium შეძენას, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე განთავსდება.
ზურაბიშვილის თქმით, გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას წარმატებულად შეასრულებს.
„ვულოცავ! ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ევროპასთან კავშირის გამყარებას, ჩვენი კულტურის წარმოდგენას ევროპის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენობის იდეების გაზიარებას, დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას ! ვერცერთი მთავრობა რაც არ უნდა წერილები წეროს, ევროპას შეურაცხყოფა მიაყენოს, რეპრესიული კანონებით მოსახლეობას დაემუქროს, ვერ გაწყვეტს ჩვენს კავშირს ევროპელ პარტნიორებთან და ვერ ჩაკეტავს საქართველოს ახალი კედლის აშენებით! ასეთ ცოცხალ ინიციატივებს ვერ გააჩერებს!
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას ჩვენს სასიკეთოდ. გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას უთუოდ წარმატებულად შეასრულებს!“,- წერს ზურაბიშვილი.