საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებისა და პატრიარქ შიო მესამის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ მათი შვილებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავად მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
ამასთან მშობლების თქმით, პატრიარქი მათ დაჰპირდა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან - "რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს".
"სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოხდება საპატრიარქოში და ამ სამუშაო შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს იქნება, შეიძლება ითქვას, სამმხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდგომ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და საპატრიარქო ჩვენ შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს," - აღნიშნა დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვების მამამ, იურისტმა კახა წიქარიშვილმა.