დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები პატრიარქ შიო მესამეს ხვდებიან. შიო მესამე საპატრიარქოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა.
შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი პატრიარქს ყველა დეტალს გააცნობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ მთავრობისგან, კონკრეტულად რა და რამდენი წამალი არსებობს და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში.
ერთ-ერთი მშობელი და იურისტი, კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ მათ სამი მოთხოვნა აქვთ: უშუამდგომლოს წამლებთან დაკავშირებით, შეიქმნას საერთო ფონდი და მიიღონ პრობლემურ შემთხვევებზე დახმარება.
"ჩვენ მინიმუმ სამი მოთხოვნა გვაქვს, ერთი არის შუამდგომლობა წამლებთან დაკავშირებით, მეორე არის საერთო ფონდის შექმნა და მესამე არის პრობლემურ შემთხვევებზე დახმარება, როცა კონკრეტულ შემთხვევებში ბავშვებს სჭირდებათ საგანგებო და სასწრაფო ყურადღება," - ამბობს კახა წიქარიშვილი.