აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დაგეგმილი სამხედრო იერიში გადადო მას შემდეგ, რაც კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა მას მიმართეს.
ტრამპის თქმით, აღნიშნულმა ლიდერებმა სთხოვეს დარტყმისგან თავის შეკავება, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს „სერიოზული მოლაპარაკებები“ ირანთან.
„კატარის ამირის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის თხოვნით, მე შევაჩერე დაგეგმილი სამხედრო შეტევა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, რომელიც ხვალ უნდა დაწყებულიყო, რადგან ამჟამად მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების შეფასებით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც.
ეს შეთანხმება, მნიშვნელოვანია, მოიცავს ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე სრულ უარს.
ზემოთ ხსენებული ლიდერების მიმართ ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების უფროსს გენერალ დანიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ არ განხორციელდეს ხვალ დაგეგმილი შეტევა ირანზე, თუმცა ასევე დავავალე, რომ იყვნენ მზად, დაუყოვნებლივ გადავიდნენ სრულმასშტაბიან სამხედრო შეტევაზე ირანის წინააღმდეგ, თუ მისაღები შეთანხმება არ იქნება მიღწეული., - წერს ტრამპი Truth Social-ში.