აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Post-თან განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღებული უახლესი პასუხის შემდეგ ის თეირანის მიმართ დათმობებისთვის „მზად არ არის“.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანი მის წინადადებაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს არ იძლევა და მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას პრაქტიკულად კეტავს.
მისივე თქმით, ირანმა „იცის, რა მოხდება ძალიან მალე“, რაც მიანიშნებს შესაძლო მკაცრ ნაბიჯებზე, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტრამპის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განიხილავს სამხედრო ვარიანტებს ირანთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია შესული.