დიმიტრი მედვედევი რომის პაპს ბიბიოთეკაში ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მას მართლმადიდებლური ენციკლოპედია აჩუქა.
მხარეების შეხვედრის შემდეგ პონტიფიკოსს პრეზიდენტის მეუღლე და რუსეთის დელეგაციის წევრებიც წარუდგინეს, რომელთაც რომის პაპმა საჩუქარი უსახსოვრა. თავის მხრივ, მედვედევმა პონტიფიკოსს ახლახან გამოცემული "მართლმადიდებლური ენციკლოპედია" გადასცა. საინტერესოა, რომ უფრო ადრე ამავე გამოცემის წინა ტომები რომის პაპს ვლადიმერ პუტინმა უსახსოვრა, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
ბენედიქტ XVI-მ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფალთან წინანდელი შეხვედრის შემდეგაც კი რუსული ენა ვერ შეისწავლა. მედვედევის ერთ-ერთი საჩუქარი კრემლის პანორამა იყო.
"თქვენ აქ ცხოვრობთ?" _ დაინტერესდა კრემლის არქიტექტურით მოხიბლული ბენედიქტ მე-16. "არა, მე აქ ვმუშაობ", _ განუმარტა მედვედევმა. თავის მხრივ, რომის პაპმა მედვედევს წმინდა პეტრეს გამოსახულებით პატარა პანო გადასცა.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტის დროს რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს შეხვდა.