"ლელო - ძლიერი საქართველო" ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ ლანა გალდავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის ფონზე, აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საზოგადოებრივი შერიგებისა და დაძაბულობის განმუხტვის პროცესს შეუწყობს ხელს.
"ქვეყანა დღეს იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, რასაც კიდევ უფროაღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას დასაზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას. ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.
საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართარაოდენობა - 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფადა უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები - პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ფაქტობრივად შესუსტებულია.
დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე - კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ჩვენი პოზიცია მკაფიოა - სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოსდანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, “ძლიერი საქართველო - ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია, - განაცხადა გალდავამ.