18 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ჰანჯა ავრცელებს.
„რუსებმა დნიპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დარტყმა საცხოვრებელ კვარტალზე განხორციელდა. საფრთხე კვლავ არსებობს. დარჩით უსაფრთხო ადგილებში,“ - დაწერა ჰანჯამ.
ქალაქი დნეპრი საღამოს 19:00 საათიდან უწყვეტი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა. თავდაპირველად ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ. შუაღამისას რუსეთის ძალებმა დნიპროს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.