“გარყვნილ” დასავლეთ ევროპაში დაახლოებით ორჯერ ნაკლები აბორტი კეთდება ვიდრე საქართველოში, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პატრიარქ შიოს, სულ მცირე, 50 წელი დასჭირდება წინა პატრიარქის მიერ შექმნილი გავლენის ვაკუუმის შესავსებად, ისიც თუ ჩინური წყევლა დაეწია და ცვალებად დროში იცხოვრა.
ილია მეორეც ქადაგებდა აბორტზე, მაგრამ მისი გავლენა იმით განისაზღვრა, რომ ერთერთ მოწინავე ადგილზეა საქართველო აბორტების რიცხვით მსოფლიოში.
“გარყვნილ” დასავლეთ ევროპაში დაახლოებით ორჯერ ნაკლები აბორტი კეთდება ვიდრე საქართველოში.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ აბორტი ადამიანის განადგურებაა, მაგრამ იქ ნაკლები ადამიანი ნადგურდება, სადაც ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები დაცულია", - წერს ჩერგოლეიშვილი.
დღეს, კათოლიკოს-პატრირაქმა, შიო მესამემ სამების ეზოში შეკრებილ მრევლს მიმართა და აღნიშნა: "თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის მაგალითად აბორტი, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი".