ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა იმართება.
სამღვდელოება და მრევლი 10:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა და საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
წირვას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.