უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მაკრონს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და თემებზე განხორციელებული დარტყმების მკაფიოდ დაგმობისთვის.
როგოეც ცნობილია, მაკრონმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ახალი მასშტაბური იერიშები აგრესიის სიმძიმეს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა ამავე დროს მის სისუსტესაც აჩვენებს.
„ეს დარტყმები ძალიან ნათლად აჩვენებს, თუ რა არის რუსეთი და რატომ არის აუცილებელი საერთო თავდაცვის გაძლიერება ყველა საფრთხის წინააღმდეგ. საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით. ეს ძლიერი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ქვეყანამ უკვე ახლავე შეძლოს რუსული იერიშების უფრო ეფექტიანად მოგერიება.
„მადლობა საჰაერო ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობისთვის მზადყოფნისთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ევროპის მიმართულებით პროცესებზე და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ყველა კლასტრის გახსნაზე.
„საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს ყველა უკრაინელისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.