აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაური გაანადგურეს.
"დღეს საღამოს, ჩემი მითითებით, ამერიკის მამაცმა ძალებმა და ნიგერიის არმიამ უნაკლოდ შეასრულეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, რათა ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი..
ISIS-ის მსოფლიო მასშტაბით მეორე მეთაური აბუ-ბილალ ალ-მინუკი ფიქრობდა, რომ აფრიკაში შეძლებდა დამალვას, თუმცა მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ჩვენ გვყავდა წყაროები, რომლებიც მუდმივად გვაწვდიდნენ ინფორმაციას მისი მოქმედებების შესახებ. ის ვეღარ შეძლებს აფრიკის ხალხის ტერორს და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას იმ ოპერაციების დაგეგმვაში, რომლებიც ამერიკელებზე თავდასხმას ისახავდა მიზნად.
მისი ლიკვიდაციის შედეგად ISIS-ის გლობალური ოპერაციული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
მადლობას ვუხდით ნიგერიის მთავრობას ამ ოპერაციაში პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის", - წერს ტრამპი.