რუსეთის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიურ კომბინატ „ნევინომისკი აზოტზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ Telegram-არხი Astra და სხვა რუსული Telegram-არხები იუწყებიან. სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა სოციალურ ქსელში თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.
Telegram-არხები აღნიშნავენ, რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ საწარმოზე თავდასხმა სულ მცირე ექვსჯერ განხორციელდა.
„ნევინომისკი აზოტი“ რუსეთის სამხრეთში ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.
საწარმო აწარმოებს ქიმიურ ნაერთებს, რომლებსაც ორმაგი დანიშნულება აქვს - ისინი გამოიყენება როგორც აგროქიმიურ სფეროში, ისე სამხედრო ინდუსტრიაში.